ბოლო 9 წლის განმავლობაში ასობით გაყიდვების მენეჯერთან მქონდა კომუნიკაცია და ვეხმარებოდი მათ ყოველდღიური გაყიდვების პროცესების გაციფრულებაში და ავტომატიზებაში. ეს თემა საკმაოდ ვრცელი და კომპლექსურია, მაგრამ იმედი მაქვს კურსში მოცემული ვიდეოები დაგეხმარებათ ყველას, ვინც თქვენი საქმიანობის გაციფრულებას სხვადასხვა დონეზე ცდილობთ.
გიორგი კორძახია
60 წუთი
95₾
დამწყები
ბოლო 9 წლის განმავლობაში ასობით გაყიდვების მენეჯერთან მქონდა კომუნიკაცია და ვეხმარებოდი მათ ყოველდღიური გაყიდვების პროცესების გაციფრულებაში და ავტომატიზებაში. ეს თემა საკმაოდ ვრცელი და კომპლექსურია, მაგრამ იმედი მაქვს კურსში მოცემული ვიდეოები დაგეხმარებათ ყველას, ვინც თქვენი საქმიანობის გაციფრულებას სხვადასხვა დონეზე ცდილობთ.
გააზრების გარეშე განვითარება ბევრად ნელა და რთულად ხდება, რადგან გააზრების შედეგად თქვენ იცვლით ჩვევებს და აყალიბებთ ახალი რუტინულ ქმედებებს, რასაც უკეთეს შედეგებამდე მიყავხართ. იგივე ეხება NoCode ინსტრუმენტებსაც, რადგან ცალკე აღებული ინსტრუმენტი რაც არ უნდა კარგი იყოს, მას სწორი, გააზრებული გამოყენება ჭირდება.
პირველი, რასაც უნდა გადავეჩვიოთ და ნებისმიერ შემთხვევაში განვითარების შემაფერხებელი იქნება, ეს არის ფურცლები და ნებისმიერი რუტინული პროცესი, რომელიც მარტივად გაციფრულებადია, მაგრამ სისტემის ნაცვლად ფურცლებზე ან მეხსიერებაში ინახება.
Excel ფურცლებზე უკეთესია, მაგრამ მნიშნელოვანია ვიცოდეთ როგორ ვიმუშავოთ მასში, არა მხოლოდ ტენიკური თვალსაზრისით, არამედ გარკვეული “წესების” დაცვით, რომლებიც დაგვეხმარება შემდგომი განვითარების პროცესი (მაგალითად CRM-ზე გადასვლა) უფრო მარტივი იყოს.
Excel კარგია, მაგრამ Google Sheets გაცილებით მეტ შესაძლებლობას გვაძლევს. რა თქმა უნდა ის CRM-ს არ შეედრება, მაგრამ მონაცემების ხელმისაწვდომობის და უსაფრთხოების კუთხით Excel-ზე უკეთესი გადაწყვეტილებაა.
უსაფრთხოების წესების დაცვა არასდროს არის კომფორტული, ის დამატებით შეზღუდვებს და ქმედებებს მოითხოვს, მაგრამ ორგანიზაციის ზრდასთან ერთად მონაცემთა ბაზაც იზრდება და ის საჭიროებს სატანადო დაცვას. წვდომების და უფლებების სწორად გადანაწილება ზრდის უსაფრთხოების დონეს და იცავს ორგანიზაციას მრავალმხრივი რისკებისგან.
CRM სისტემა არის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ადამიანების ბაზის შენახვის და მართვის ყველაზე ორგანიზებული ფორმა, იქნებიან ეს ადამიანები მომხმარებლები, კონტრაქტორები, ვენდორები თუ სხვა საკონტაქტო პირები. მასში აღირიცხება ყველას ეს ადამიანი მათტან დაკავშირებული პროცესებით და ჩანაწერებით.
CRM სისტემა მრავალმხრივი ბიზნეს პროცესების გაციფრულების საშუალებას იძლევა და მასზე ბევრი საუბარი შეიძლება, რისთვისაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ და სხვა ვიდეო კონტენტის, ან მოითხოვოთ კონსულტაცია.
მონაცემთა შეგროვება დიდ უპირატესობას იძლევა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი CRM-ის წარმატებული დანერგვისთვის. წარმატების ერთერთი გასაღები სისტემატიურ დაკვირვებაში და გაუმჯობესებებშია. ეს შედეგი დაკვირვებასთან ერთად მეტი კომუნიკაციით მიიღწევა. გამოვლენილი რუტინული პროცესები, საჭიროებისამებრ ექმემდებარება ავტომატიზებას.
გიზიარებთ 9 წლის განმავლობაში შესრულებული 150 პროექტით მიღებულ გამოცდილებას