#1 ქართული NOCODE კურსების პლატფორმა

ლიდების გენერირება - მეთოდები და ინსტრუმენტები 🚀

ლიდების გენერირება გაყიდვების პროცესის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ის თუ რა მეთოდებს და ინსტრუმენტებს ვიყენებთ ამ პროცესში, გავლენას ახდენს როგორც კონვერსიაზე, ასევე შედეგების შემდგომ გაუმჯობესებაზე. მოცემულ ვიდეო კურსში გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და დაგეხმარებით თქვენს შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური ინსტრუმენტების არჩევაში.

მენტორი

გიორგი კორძახია

ხანგრძლივობა

80 წუთი

ღირებულება

75

დონე

დამწყები

ლიდების გენერაცია და კონტაქტების ბაზის შედგენა ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის სხვადასხვა მეთოდი და ინსტრუმენტი არსებობს, რის შესახებაც ამ კურსის ვიდეო გაკვეთილებში ვისაუბრებთ.

რა შემთხვევაში და განვითარების რა ეტაპზე გამოვიყენოთ Excel, ან როგორ მივხვდეთ რომ უკვე CRM-ის დანერგვის დროა?

განვიხილავთ როგორ მივიღოთ Facebook ლიდ ფორმებში შემოსული ჩანაწერი ავტომატურად CRM-ში და როგორ გავზარდოთ უკუკავშირის სისწრაფე ლიდის “სითბოს” შესანარჩუნებლად. ასევე როგორ შეგვიძლია Google-დან ვებსაიტზე მიმართული ტრაფიკის შედეგად მიღებული ლიდების იდენტიფიცირება (დეტალური ინფორმაციით).

ვებ ფორმა, როგორც ლიდების გენერირების ყველაზე პოპულალური მეთოდი, და ვებ ჩატი, როგორც საინტერესო ავტომატიზებული ინსტრუმენტი.

ლიდების გენერირების მეთოდებიდან, ერთერთი ყველაზე ხშირი მოთხოვნა, რომლებსაც დამკვეთებისგან ვღებულობთ, არის CRM სისტემის მესენჯერებთან ინტეგრაცია. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ რა უნდა ვიცოდეთ და რა სირთულეები უკავშირდება.

ჩატბოტი არის ლიდების გენერაციის ინსტრუმენტებს შორის ყველაზე კრეატიული ინსტრუმენტი, რომელიც არაერთი მესენჯერ პლატფორმის ერთ სივრცეში გაერთიანების და დამუშავების საშუალებას იძლევა.

თუ ვებსაიტი არ გაქვთ, ან უბრალოდ სწრაფად და მარტივად გინდათ ლიდების გენერირება, კითხვარების გამოყენება ყველაზე სწორი არჩევნია. მასში არამხოლოდ საკონტაქტო მონაცემების შეკრება და CRM სისტემასთან სინქრონიზაცია, არამედ გარკვეული ავტომატიზება და გრაფიკული ანალიზი შეიძლება. 

შედეგების სისტემატიურად გასაუმჯობესებლად, მნიშნელოვანია თითოეული წყაროს და კამპანიის თრექინგი, რისი მიღწევაც სხვადასხვა მიდგომებით შეგვიძლია, მარტივიდან რთულამდე.

მაშინ, როდესაც NoCode ინტეგრაციები არ არის საკმარისი ან ხელმისაწვდომი, საჭიროა API-ს გამოყენება. ვიდეო ლექციების ამ ნაწილში ვისაუბრებთ API-ს მნიშვნელობაზე ლიდების გენერაციისას.

გიზიარებთ 9 წლის განმავლობაში შესრულებული 150 პროექტით მიღებულ გამოცდილებას

დარწმუნდი რომ ყველა არხზე ვმეგობრობთ

UNITY © 2024